გაკვეთილის გეგმა - ოქსიდების ქიმიური თვისებები


გაკვეთილის თემა: ოქსიდების ქიმიური თვისებები
გაკვეთილის მიზანი:
      მოსწავლეები გაეცნობიან ოქსიდების ქიმიურ თვისებებს. გამოთქვამენ ვარაუდებს, ჩაატარებენ ექსპერიმენტს, დააკვირდებიან, აღწერენ, შეადარებენ, გააანალიზებენ, იმსჯელებენ, გამოიტანენ დასკვნებს.
·         გამოიმუშავებენ კვლევის, ანალიზის, საკომუნიკაციო და სოციალურ უნარებს.

ეროვნული სასწავლო გეგმით მისაღწევი შედეგი და ინდიკატორები
ქიმია IX-1.  მოსწავლეს შეუძლია განსაზღვროს კვლევის საგანი და კვლევის ეტაპები.
შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
·         აყალიბებს კვლევის მიზანს
·         გამოთქვამს მოსაზრებებს
·         განსაზღვრავს კვლევითი აქტივობების თანმიმდევრობას
·         არჩევს სათანადო ხელსაწყოებს,აღჭურვილობას,რეაქტივებს.
·         აკეთებს ჩანაწერებს (წერს ოქსიდების ქიმიური თვისებების ამსახველ ქიმ. რეაქციის ტოლობებს)
ქიმია IX-2.  მოსწავლეს შეუძლია კვლევითი პროცედურის განხორციელება, მონაცემების აღრიცხვა
შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
·         იყენებს შესაბამის მასალას, აღჭურვილობას და ატარებს დაგეგმილ ცდას. უსაფრთხოების წესების დაცვით.
·         აწარმოებს დაკვირვებასიყენებს სათანადო წესებს საკუთარი და სხვათა უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად.

ქიმია IX-4. მოსწავლეს შეუძლია მონაცემთა ანალიზი და შეფასება 
შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
·         აანალიზებს მონაცემებს და გამოიტანს დასკვნებს
·         ადარებს დასკვნებს,გამოთქმულ ვარაუდს.განაზოგადებს მიღებულ შედეგებს

საკლასო მენეჯმენტი
საგანმანათლებლო რესურსები:
·         სახელმძღვანელო. ავტორი: ანდრონიკაშვილი
·         პლაკატები
·         ბარათები
·         სქემები
·         რეაქტივები
·         ინდიკატორები
·         ქიმ. ჭურჭელი და ხელსაწყოები (სინჯარები,კოლბები,სპირტქურა)
·         კომპიუტერი
·         პროექტორი
·         ელ. რესურსი (Microsoft Office Power Point)
გაკვეთილის მსვლელობა:
I აქტივობა (3 წთ.)
·         მისალმება
·         განწყობის შექმნა
·         გაკვეთილის მიზნის და თემის გაცნობა
·         შეფასების ფორმებისა და კრიტერიუმების გაცნობა

II აქტივობა - წინარე ცოდნის გააქტიურება (ბარათებზე მუშაობა)   (5 წთ)
წინარე მასალის შემოწმების მიზნით, ხდება მოსწავლეთა ორგანიზება, წყვილებად დაყოფა. მოსწავლეებს ურიგდებათ ბარათები,რითაც მოწმდება მოსწავლეთა უნარები, თუ რამდენად სწორად ადგენენ ვალენტობის მიხედვით  ოქსიდების ფორმულებს, ოქსიდების მოდელებს და გამოსახავენ გრაფიკულ ფორმულებს.  ფორმულების მიხედვით ასახელებენ ოქსიდების სახელწოდებას, მსჯელობენ ოქსიდების ფიზ.  თვისებებზე, წარმოადგენენ ოქსიდების კლასიფიკაციის სქემებს.
III აქტივობა.   კითხვა-პასუხი (2 წთ)
გავიხსენოთ რამდენი სახის ოქსიდს გავეცანით მე-8 კლასში?
რა დაედო საფუძვლად ოქსიდების დაყოფას ფუძე და მჟავა ოქსიდებად?
 მოსწავლეები პასუხობენ: ოქსიდების კლასიფიკაციას საფუძვლად უდევს ქიმ. თვისებები. გამოთქვამენ ვარაუდს, რომ შესაძლებელია ოქსიდები განსხვავდებოდეს წყალში გახსნის უნარით. გამოთქმული ვარაუდების სისწორეს ვადასტურებთ ექსპერიმენტით.

IV აქტივობა. ჯგუფური მუშაობა (10 წთ)
 მოსწავლეებს,პროექტორის საშუალებით, ცდის დაწყებამდე მიწეოდებათ ექსპერიმენტზე მუშაობის უსაფრთხოებისწესები. მოსწავლეთა მაგიდებზე მოცემულია  CaO, CuO, H2SO4 , P2O5, კოლბა წყლით, ინდიკატორი(ფენოპტალეინი, ლაკმუსი). ჯგუფებს ეძლევათ დავალება და შესაბამისი ინსტრუქცია. (მცირეოდენიCaO სა დაCuO  ფხვნილი ჩაყარონ სინჯარაში. დაასხან წყალი და მოურიონ. შემდგე ორივე სინჯარაში ლაკმუსის ქაღალდით შეამოწმონ ტუტე არესათვის დამახასიათებელი შეფერვა.) მოსწავლეები ჩატარებული ექსპერიმენტის საფუძველზე მიდიან დასკვნამდე. ზოგიერთი ოქსიდი ქიმიურად ურთიერთქმედებს წყალთან, ამის გამო იხსნება წყალში და წარმოქმნის ტუტეს,რომლის აღმოჩენა შესაძლებელია ინდიკატორით. ოქსიდების ნაწილი კი წყალთან არ რეაგირებს, .. არ იხსნება წყალში და არ წარმოქმნის შესაბამის ჰიდროქსიდს წყალთან რეაქციით.
 ფოსფორ (V) ოქსიდის ფხვნილიან სინჯარას დაასხეს წყალი. შეანჯღრიეს და შეამოწმეს ინდიკატორით. მოსწავლეები განაზოგადებენ ცდის შედეგებს და ასკვნიან, რომ მჟავა ოქსიდების წყალთან ქიმიური ურთიერთქმედების შედეგად მიიღება მჟავა. აქვე ჯგუფებს შევახსენებ, რომ SiO2 ერთადერთი მჟავა ოქსიდია რომელიც წყალში არ იხსნება.
 სპილენძის ოქსიდის ფხვნილს ამატებენ გოგირდმჟავას და ღებულობენ ცისფერ ხსნარს, შაბიამანს.
VI აქტივობა. დემონსტრაცია (4 წთ)
 ფუძე და მჟავა ოქსიდების დანარჩენი თვისებების ამსახველ ექსპერინეტს ვაჩვენებთ პროექტორით.
VII  აქტივობა.პრეზენტაცია. (12 წთ)
 ჯგუფის ლიდერები ექსპერიმენტზე დაკვირვების,ანალიზის შემდეგ აკეთებენ დასკვნებს,მსჯელობენ,ადგენენ ოქსიდების ქიმიური თვისებების ამსახველ რეაქციათა ტოლობებს. შესრულებულ სამუშაოს წარადგენენ პრეზენტაციის სახით. ვაფასებ მათ შედეგს
VIII  აქტივობა. მასალის გააზრება,განმტკიცება. (5 წთ)
·         სახელმძღვანელოზე მუშაობა
·         მიზნობრივად შერჩეული დავალებების შესრულება    (გვ.   45 #2,3,4 )

 აქტივობა. საშინაო დავალების პირობის გაცნობა. (2 წთ)
·         პარაგრაფის დამუშავება
·         ინფორმაციის მოპოვება ოქსიდების გამოყენების შესახებ
·         პრეზენტაცია
·         დისკუსია
 აქტივობა. შეფასება  (2 წთ)
·         შეფასება-განმსაზღვრელი.(საკლასო მუშაობის სქემით)







Комментарии

Популярные сообщения из этого блога