გაკვეთილის გეგმა IX კლასისათვის
სკოლა
|
სსიპ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის
სოფ.რუხის საჯარო სკოლა
|
|
საგანი
|
ქიმია
|
|
თემა
|
მარილების ქიმიური თვისებები
|
დრო : 45 წთ
|
მოსწავლეთა პროფილი
|
საბაზო : 2 საფეხური , IX
ბ კლასი.
მოსწავლეთა რაოდენობა : 24
სსსმ მოსწავლე არ არის
|
|
გაკვეთილის მიზანი
|
მოსწავლემ შეძლოს ფორმულების შედგენა,მსჯელობა
ქიმიური თვისებების შესახებ და მათი გამოსახვა სათანადო რეაქციათა ტოლობებით მიმდინარეობის
პირობების გათვალისწინებით.
გაკვეთილის თემა და მიზანი შესაბამისობაშია
ე.ს.გ -ს მოთხოვნებთან.
|
|
ეროვნული სასწავლო გეგმით განსაზღვრული
მისაღწევი შედეგი/ინდიკატორები
|
ქიმ. IX.1
მოსწავლეს შეუძლია
განსაზღვროს კვლევის საგანი და კვლევის ეტაპები.
შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
·
აყალიბებს მიზანს
·
გამოთქვამს ვარაუდს
·
განსაზღვრავს კვლევის აქტივობების თანმიმდევრობას
ქიმ.IX.2 მოსწავლეს შეუძლია კვლევითი პროცედურების
განხორციელება. შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
·
იყენებს ცოდნას და გამოთქვამს ვარაუდს უცნობი მჟავასა და
ფუძის ურთიერთქმედების რეაქციების შედეგად მიღებული პროდუქტების შესახებ.
·
ადგენს და ასახელებს ზოგიერთ მარილს
·
არჩევს სათანადო ხელსაწყოებს, რეაქტივებს,
აღჭურვილობას
·
ატარებს ცდებს უსაფრთხოების წესების დაცვით
ქიმ.IX.6
შედეგი თვალსაჩინოა,თუ
:
·
მოსწავლე ექსპერიმენტზე დაყრდნობით წერს ქიმიურ რეაქციათა
ტოლობებს, გამოაქვს დასკვნა და განაზოგადებს მიღებულ შედეგებს.
|
|
საჭირო წინარე ცოდნა/უნარები
|
·
მოსწავლეებმა იციან მარილების ფორმულების შედგენა, დასახელება,
კლასიფიკაცია
·
მოსწავლე იცავს ლაბორატორიაში მუშაობის წესებს და გააჩნია ჯგუფში მუშაობის უნარები.
|
|
სასწავლო მასალა, რესურსები
|
·
სახელმძღვანელო - ავტორ:ანდრონიკაშვილი
·
პლაკატები - პერიოდული სისტემა, ბარათები, სქემები.
·
რეაქტივები - მარილმჟავა;გოგირდმჟავა; კალიუმის ჰიდროქსიდი, ბარიუმის
ქლორიდი, რკინა, სპილენძის სულფატი, ვერცხლის ნიტრატი, ნატრიუმის სულფატი
·
ქიმიური ჭურჭელი
·
ქიმიური ხელსაწყოები
·
დაფა
·
ცარცი
·
თაბახი
·
ცდის ჩატარების ინსტრუქცია
·
პროექტორი
·
კომპიუტერი
·
საპრეზენტაციო მასალა
|
|
შეფასება
|
განმავითარებელი, მასწავლებლის
კომენტარი, დაკვირვება,გასასვლელი ბილეთები,
შეფასების რუბრიკა, ლაბორატორიული სამუშაოს განმავითარებელი შეფასების რუბრიკა,
ჯგუფური მუშაობის რუბრიკა.
|
|
თანმიმდევრობა, აქტივობა, დრო.
|
წინარე ცოდნის აქტივიზება (ორგანიზების ფორმა მთელი კლასი)
აქტივობის აღწერა : საკითხების
მიმოხილვა: გაკვეთილის თემის, მიზნისა და შეფასების რუბრიკების გაცნობა.
აქტივობის მიზანი: წინარე ცოდნის გააქტიურება , ახალ ცნებამდე ეტაპობრივად მისვლა,
მოსწავლეებმა გაიგონ, თუ რა თემაზე მოუწევთ მუშაობა, რას უნდა მიაღწიონ ამ გაკვეთილზე
და როგორ შეფასდებიან.
აქტივობის აღწერა: მასწავლებელი მოსწავლეებს პროექტორზე უჩვენებს წინასწარ შექმნილ
სლაიდს, გაკვეთილის მიზნისა და შეფასების რუბრიკების შესახებ.ასევე მიუთითებს ფორმატზე
დაწერილ გაკვეთილის მიზანსა და შეფასების რუბრიკებზე, რომელიც გაკრულია კედელზე,
თვალსაჩინო ადგილას.
აქტივობა 2 – წინარე ცოდნის გააქტიურება.
(ორგანიზების ფორმა მთელი კლასი)
აქტივობის მიზანი - მარილების ფორმულების
შედგენა,კლასიფიკაცია, დასახელების წესების შეხსენება.
აქტივობის აღწერა - მოსწავლეები
იმუშავებენ:
ა) წინასწარ შექმნილი სქემების
შევსებაზე. მიუთითებენ შესაბამისობას მარილის ფორმულასა და დასახელებას შორის
ბ) ამოიცნობენ არასწორად შედგენილ
ქიმიურ ფორმულებს
გ) ბარათებზე მოცემულ მარილების
მოლეკულურ ფორმულებს გამოსახავენ გრაფიკულად.
მოსწავლეების გამოსაძახებლად გამოვიყენებ
ჩხირებს.
მასწავლებელი მოსწავლეებს აძლევს
შესაბამის უკუკავშირს
აქტივობა 3 - ქიმიური ექსპერიმენტის
ჩატარება მარილების თვისებებზე.
ორგანიზების ფორმა ჯგუფები
აქტივობის მიზანი - მარილების ქიმიური
თვისებების გაცნობა ექსპერიმენტზე დაკვირვებით, მისი პრაქტიკული განხორციელება
აქტივობის აღწერა: მასწავლებელი
ჯგუფებს ურიგებს დავალებებს ინსტრუქციასთან ერთად
·
მარილის მარილთან რეაქცია
·
ბარიუმის ქლორიდსა და კალიუმის სულფატს შორის
·
ნატრიუმის ქლორიდსა და ვერცხლის ნიტრატს შორის
·
მეტალს + მარილი
·
რეაქცია რკინასა და შაბიამნის ხსნარს შორის.
·
მარილის ჰიდრატაცია - ექსპერიმენტი
შაბიამნის ფხვნილზე უჩვენებს ვირტუალურად.
მასწავლებელი თხოვს მოსწავლეებს,
გაეცნონ ინსტრუქციას,გამოთქვან ვარაუდები მოსალოდნელ შედეგებზე, დასვან საკვლევი
კითხვები, დაწერონ სავარაუდოდ მიმდინარე რეაქციათა ტოლობები, გააკეთონ ჩანაწერები,
მიუთითებს დროის ლიმიტს, შეახსენებს ჯგუფური მუშაობისა და ლაბორატორიაში მუშაობის
წესებს.
ჯგუფები შეარჩევენ ცდისათვის საჭირო
რეაქტივებს, ხელსაწყოებს, ჩაატარებენ ცდებს ლაბორატორიაში მუშაობის წესების დაცვით, მითითებული
ინტსრუქციების გათვალისწინებით, დააკვირდებიან პროცესებს და აკეთებენ ჩანაწერებს.
მასწავლებელი შემთხვევითობის პრინციპით
იძახებს ჯგუფის წევრებს და სთხოვს პრეზენტაციის გაკეთებას შესრულებული სამუშაოს შესახებ.
მოსწავლეები აკეთებენ პრეზენტაციებს , მსჯელობენ მარილების ქიმიურ თვისებებზე და
გამოაქვთ შესაბამისი დასკვნები. რეაქციებს გამოსახავენ ქიმიური ტოლობებით.საჭიროების
შემთხვევაში მასწავლებელი მოსწავლეებს უსწორებს შეცდომებს, აძლევს განმავითარებელ
შეფასებას.
შეფასების ტიპი: განმავითარებელი
შეფასების მეთოდი: კომენტარები
შეფასების რუბრიკაზე დაყრდნობით
·
ჩატარებული ექსპერიმენტის განმავითარებელი შეფასების რუბრიკა
·
ჯგუფური მუშაობის რუბრიკა
აქტივობა - საშინაო დავალების მიცემა
სახელმძღვანელო გვ.67 ს/დ 1;2
აქტივობის მიზანი ცოდნის განმტკიცება
აქტივობის აღწერა : პარაგრაფის
დამუშავება, სავარჯიშოს პრეზენტაცია
აქტივობა : გასასვლელი ბილეთი
აქტივობს მიზანი მოსწავლეების მიერ გაკვეთილზე განხილული საკითხების
შეჯამება, გააზრება
მასწავლებელი ურიგებს თითოეულ მოსწავლეს
გასასვლელ ბილეთებს. დანარრთი 5 . და სთხოვს შეავსოს ის, შევსებული ფურცლები მასწავლებელს
მიაწოდონ.
|
დანართი - გასასვლელი ბილეთი
მოსწავლის
სახელი
· 3 რამ, რაც კარგად
გავიაზრე
· 2 რამ, რასაც გამოვიყენებ,
· 1 რამ, რაც ბუნდოვანია.
მასწავლებელი : მ .ფარცვანია
თარიღი
: 13.06.2019
დანართი -
ექსპერიმენტის სამუშაოს ანალიზი
ჯგუფი
|
|
ექსპერიმენტის თემა
|
|
მიზანი
|
|
საკვლევი კითხვა.
რისი გაგება მსურს
|
|
ვარაუდი. რა იქნება
ექსპერიმენტის შედეგი ჩემი აზრით.
|
|
ექსპერიმენტის ჩატარება,
პროცედურის აღწერა. ჩატარების თანმიმდევრობა
|
|
დასკვნა. გამართლდა
თუ არა ჩემი ვარაუდი? რა დასკვნა გავაკეთე?
|
ჯგუფური
მუშაობის რუბრიკა
წარუმატებელია
|
დამაკმაყოფილებელია
|
წარმატებულია
|
|
ჩართულობა
|
არ ერთვება ჯგუფის მუშაობაში
|
ხანდახან ჩაერთვება ჯგუფის მუშაობაში
|
ჩართულია დიდი ყურადღებით
|
დროის ლიმიტი
|
არ იცავს ლიმიტს
|
იცავს მაგრამ მხოლოდ ნაწილობრივ ასრულებს
დავალებას
|
ზუსტად იცავს დროის ლიმიტს
|
ურთიერთთანამშრომლობა
|
ჯგუფი ვერ თანამშრომლობს ერთმანეთთან
|
ჯგუფი ნაწილობრივ ახერხებს ურთიერთობას
|
ჯგუფი შეკრულია და ყველა თანამშრომლობს მიზნის
მისაღწევად
|
დავალების მიზნის მიღწევადობა
|
ინსტრუქციებს არ ითვალისწინებენ და მიზანი
მიუღწეველია
|
ინსტრუქცია ნაწილობრივ არის გათვალისწინებული
და მიზანიც ნაწილობრივ მიღწეულია.
|
ინსტრუქციები სრულად არის გათვალისწინებული
და მიზანიც მიღწეულია.
|
შეფასების
კრიტერიუმები
|
ვერ აკმაყოფილებს
|
ნაწილობრივ
აკმაყოფილებს
|
სრულად აკმაყოფილებს
|
||
კვლევის
მიზნის განსაზღვრა
|
საკვლევი
კითხვა არ არის მოცემული ან აცდენილია კვლევის მიზანთან.
|
მოცემულია
საკვლევი კითხვა, თმცა ფორმულირებაში მნიშვნელოვანი ხარვეზებია.
|
მოცემულია
საკვლევი კითხვა, ლაბორატორიული სამუშაოს მიზანი
|
||
ვარაუდის
გამოთქმა
|
ვარაუდი
არ არის მოცემული ან სრულად აცდენაშია საკვლევ კითხვასთან
|
გამოთქმულია
ვარაუდი, რომელიც აცდენაშია კვლევის მიზანთან
|
გამოთქმულია
ვარაუდი, შემოწმებადი.
|
||
პროცედურების
აღწერა
|
ზოგიერთი
ნიშნის აღწერა არ არის მოცემული ან აღწერა ბუნდოვანია.
|
მოცემულია
თითოეული ნაბიჯის აღწერა, თუმცა მცირედი ხარვეზებია.
|
მოცემულია
თითოეული ნაბიჯის მკაფიო და დეტალური აღწერა.
|
||
დასკვნის
გამოტანა
|
ვერ აკეთებს
სათანადო დასკვნებს.
|
დასკვნები
ნაკლებად ეყრდნობა კონკრეტულ მონაცემებს, და ნაკლებად შეესაბამება საკვლევ მიზანს.
|
დასკვნები
ეყრდნობა კონკრეტულ მონაცემებს და მთლიანად შეესაბამება საკვლევ მიზანს.
|
||
რეფლექსია
მე 9 - კლასში ჩავატარე გაკვეთილი თემაზე ; მარილების
ქიმიური თვისებები. ჩემი გაკვეთილის მიზანი იყო შეედგინათ მარილების ქიმიური ფორმულები, ემსჯელათ მარილების ქიმიური თვისებებზე.
წინარე ცოდნის გამოყენებით გამოეთქვათ ვარაუდი უცნობი მჟავის და ფუძის ურთიერთქმედების
რეაქციების შედეგად მიღებული პროდუქტების შესახებ, ჩაეტარებინათ ცდები უსაფრთხოების
წესების დაცვით მარილების დამახასიეთებელი ქიმიური თვისებების რეაქციის მიმდინარეობის
დამადასტურებელი ნიშნების გამოსაკვლევად.
გაკვეთილი დავიწყე გაკვეთილის მიზნისა და შეფასების
რუბრუკის გაცნობით, საშინაო დავალების შემოწმებით. მოტივაციის შექმნის მიზნით დავსვი
რამოდენიმე შეკითხვა, მოვახდინე კლასის გააქტიურება.
წინარე ცოდნის შემოწმების მიზნით მოსწავლეებს მივაწოდე
დავალება წინასწარ შექმნილი სქემების შევსებაზე, რომელიც მიუთითებს შესაბამისობას მარილის
ფორმულასა და სახელწოდებას შორის, ბარათები სადაც უნდა ამოეცნოთ არასწორად შედგენილი
ქიმიური ფორმულები.
მოლეკულური
ქიმიური ფორმულები უნდა გამოესახათ გრაფიკულად მოსწავლეები საინტერესოდ მუშაობდნენ
,შემოქმედებითად შეასრულეს დავალებები.
მოსწავლეების გამოსაძახებლად გამოვიყენე ჩხირები, სქემებით
და ბარათებით გაწერილ საკითხებზე სინტერესოდ იმსჯელეს მოსწავლეთა უმრავლესობამ , შემოქმედებითად
შეასრულეს დავალებები რაც გაკვეთილის ძლიერ მხარედ მიმაჩნია. საჭიროების მიხედვით მოსწავლეებს
ვაძლევდი განმავითარებელ კომერტარებს, აქვე უნდა ავღნიშნო მოსწავლეთა მცირე ნაწილს
გაუჭირდა გრაფიკული ფორმულების შედგენა, რაც გაკვეთილის სუსტ მხარედ მიმაჩნია. რასაც
გავითვალისწინებ.
აქტივობების შერჩევისას, დავფიქრდი როგორ მივაღწიო დასახულ
მიზანს. სანამ ავირჩევდი სასწავლი აქტივობებს, გავითვალისწინე მოსწავლეების ცოდნა დაუნარები, მათი შესაძლებლობები
და ინტერესები.
შემდეგი აქტივობა იყო ექსპერიმენტის ჩატარება.
კლასი დავყავი ჰეტეროგენულ ჯგუფებად. თითეულ ჯგუფს დაურიგე დადავალებები
ინსტრუქციასთან ერთად.
1.
მარილის
მარილთან რეაქცია
2.
ა)
ბარიუმის ქლორიდსა და კალიუმის სულფატს შორის
ბ) ნატრიუმის ქლორიდსა და ვერცხლის ნიტრატს შორის#
2) მეტალს+
მარილი
ა)რკინასა და შაბიაბანის ხსნარს შორის
3) მარილის ჰიდრატაცია-ექსპერიმენტი შაბიაბნის ფხვნილზე
ვუჩვენეთ ვირტუალურად.
ჯგუფებმა დაიწყეს მუშაობა.გამოთქვეს ვარაუდი, მოსალოდნელ
შედეგებზე, დასვეს საკვლევი კითხვები, სწორად შეარჩიეს ცდისათვის საჭირო რეაქტივები
ლაბორატორიაში მუშაობის უსაფრთხოების წესების
დაცვით ჩაატარეს ცდები, მითითებული ინსტრუქციების
გათვალისწინებით. ჯგუფში იყო თანამშროლობითი გარემო. დაწერეს სავარაუდოდ მიმდინარე ქიმიურ რეაქციათა ტოლობები, აკვირდებოდნენ
პროცესებს და აკეთებდნენ ჩანაწერებს. რაც გაკვეთილის ძლიერ მხარედ მიმაჩნია, გზადაგზა
ჯგუფებს ვახსენებდი ჯგუფური მუშაობის წესებს და დროის ლიმიტის დაცვას.
შემთხვევითობის პრინციპით ვიძახებდი ჯგუფის წევრებს
და ვთხოვდი პრეზენტაციის გაკეთებას შესრულებული
სამუშაოს შესახებ (ექსპერიმენტის სამუშაო
ანალიზს)
გამოძახებული მოსწავლეები აკეთებდნენ პრეზენტაციას, მსჯელობდნენ არგუმენტირებულად მარილების
ქიმიურ თვისებებზე, ექსპერიმენტზე დაყრდნობით წერდნენ მარილების ქიმიურ თვისებების
დამახასიათებელ ტოლობებს. გამოქონდათ დასკვნები, რაც გაკვეთილის ძლიერ მხარედ უნდა ჩაითვალოს, აქვე უნდა აღინიშნოს
შეინიშნებოდა მცირედი ხარვაზები ზოგიერთი პრეზენტატორის მხრიდან, რეაქციების ტოლობების
ჩაწერისას რაზედაც იქვე ვაძლევდით განმავითარებელ
კომენტარს.
მოსწავლეები შევაფასეთ ლაბორატორიული სამუშაოს განმავითარებელი ჯგუფური
მუშაობის რუბრიკების მხედვით.
გაკვეთილის ბოლოს შეჯამებისას მოსწავლეებს დავურიგე
გასასვლელი ბილეთები სადაც მოცემული იყო;
.3 რამ რაც კარგად გავიაზრე
.2 რამ რასაც გამოვიყენებ
.1 რამ, რაც ბუნდოვანია
ა, გაკვეთილის მსვლელობით კმაყოფილი დავრჩი მოსწავლეებმა
გაამართლეს ჩემი მოლოდინები.
გაკვეთილს წარვმართავდი გეგმით გათვალისწინებული აქტივობების მიხედვით, მნიშვნელოვანი გადახვევა
კორექტირების შეტანა არ დამჭირვებია,თუმცა, ახლა ვფიქრობ, რომ გამოიკვეთა რამდენიმე
პრობლემური საკითხი , რომელიც შემდეგი გაკვეთილის ჩატარებისას აუცილებლად უნდა გავითვალისწინო.
გაკვეთილის ხელმეორედ ჩატარების შამთხვევაში გავითვალისწინებდი
აკადემიურად სუსტ მოსწავლეების ჩართულობას სასწავლო პროცესში, გავაუმჯობესებდი დიფერენცირებულ
მიდგომას, შესაბამისი უკუკავშირის დროს მოსწავლეს განუმარტავდი კონკრეტულად რაში დაიმსახურეს
მათ შეფასება და არ გამოვიყენებდი ზოგად ფრაზებს.
ვაცნობიერებ პასუხისმგებლობას თითოეული მოსწავლის პიროვნულ
და სოციალურ განვითარებაზე.
პატივისცემით
მ. ფარცვანია
Комментарии
Отправить комментарий