სასწავლო პროექტი - "წყალი სიცოცხლეა"
სასწავლო პროექტი
წყალი სიცოცხლეა
სსიპ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფ.რუხის
საჯარო სკოლის ქიმიის პედაგოგი - მერი ფარცვანია
პროექტის ხელმძღვანელი - ფარცვანია მერი
შესრულების ადგილი - სკოლა
შესრულების ვადა - 28
დღე ( 21 ოქტომბრიდან
18 ნოემბრამდე )
მიზნობრივი ჯგუფი - VIII კლასი
პრობლემა: მოსწავლეებს
არ აქვთ საკმარისი ინფორმაცია, თუ როგორ უნდა დაიცვან წყალი დაბინძურებისაგან, არის
თუ არა ჯანმრთელობისათვის საშიში გაუსუფთავებელი წყლის დალევა, რატომ არის აუცილებელი
წყლის გასუფთავება, ვიდრე ის მომხმარებელს მიეწოდება, საჭიროა თუ არ ა მდნარეში ჩამდინარე
წყლის დამუშავება და სადამდე შეიძლება, ამ პრობლემამ მიგვიყვანოს.
მიზანი : პრობლემის
ზოგადი მიმოხილვა, წყლის როლის განსაზღვრა, წყალზე ინფორმაციის მოძიება , ინფორმაციის
მოძიების და დამუშავების, კვლევის თანამშრომლობის უნარის გამომუშავება და განვითარება.
მოსწავლე გააკეთებს ანალიზს და დასახავს გზებს პრობლემის გადასაჭრელად.
ამოცანები:
1. VIII
კლასში მსურველი მოსწავლეების
გაერთიანება.
2. ინტერნეტში მოძიებული
ინფორმაციის გაცნობა.
3. სამუშაო გეგმების
შედგენა.
ჩასატარებელი აქტივობები
|
I კვირა
|
II კვირა
|
III კვირა
|
IV კვირა
|
1. წყლის როლისა და თვისებების განსაზღვრა
|
|
|
|
|
2. დამატებითი ინფორმაციის მოძიება, ბუკლეტების შექმნა
|
|
|
|
|
3.
სლოგანების შექმნა,ბუკლეტების გავრცელება
|
|
|
|
|
4. ანალიზი
|
|
|
|
|
ბიუჯეტი - თვითდაფინანსებით
შედეგი: VIII კლასელი მოსწავლეების ჩაბმა პროექტში გამოუმუშავებს
მათ წყლის დაცვის უნარს,პროექტის განხორციელების შემდეგ მოსწავლეები შეძლებენ გაარკვიონ,
თუ რა როლს ასრულებს წყალი, როგორია მისი შემადგენლობა და როგორ დაიცვან წყლის სისუფთავე.
დაეუფლებიან კვლევის უნარ-ჩვევებს, მიიღებემ ეკოლოგიურ განათლებას, ჩამოუყალიბდებათ
გარემომცველ სამყაროზე ზრუნვის, კრიტიკული აზროვნების უნარი.
შეფასება: ინფორმაციის
მოპოვება, ჩართულობა, პრეზენტაცია.
Комментарии
Отправить комментарий