გაკვეთილის გეგმა X კლასისათვის

მასწავლებელი: მერი ფარცვანია
საგანი: ქიმია
კლასი: X
თემა: იონური მიმოცვლის რეაქციები
დრო - 45 წუთი
მოსწავლეთა პროფილი:
24 მოსწავლე: სსსმ არ არის
გაკვეთილის მიზნები:
მოსწავლემ შეძლოს ხსნადობის ტაბულის გამოყენებით ხსნარებში მიმდინარე ქიმიური გარდაქმნების მოლეკულური , სრული და შეკვეცილი იონური ტოლობების ჩაწერა.(მარილმჟავასა და ვერცხლისნიტრატის,ბარიუმისქლორიდისა და გოგირდმჟავის, სოდისა და გოგირდმჟავის, ნატრიუმის ჰიდროქსიდისა და მარილმჟავის).
მოსალოდნელი შედეგები:
მოსწავლე გამოთქვამს ვარაუდს, არჩევს სათანადო ხელსაწყოებს,რეაქტივებს, აღჭურვილობას, ატარებს ცდებს უსაფრთხოების წესების დაცვით. აკეთებს დაკვირვებას, წერს ქიმიური რეაქციის ტოლობებს,გამოაქვს დასკვნა და განაზოგადებს მიღებულ შედეგებს.
ეროვნული სასწავლო გეგმის სტანდარტი:
ქიმ X.9 მოსწავლეს შეუძლია ხსნარების თვისებების ახსნა ელექტროლიტური დისოციაციის თეორიის საფუძველზე.
  • ახასიათებს ფუძეებს, მჟავებსა და მარილებს ელექტროლიტური დისოციაციის თეორიის თვალსაზრისით;
  • ადგენს  ელექტროლიტთა  ხსნარებში მიმდინარე ქიმიური გარდაქმნების სრულ და შეკვეცილ იონურ ტოლობებს;
  • აწარმოებს მათემატიკურ გამოთვლებს და განსაზღვრავს სხვადასხვა ელექტროლიტის დისოციაციის ხარისხს. განასხვავებს სუსტ, საშუალო  და ძლიერ ელექტროლიტებს.

საჭირო წინარე ცოდნა და უნარ-ჩვევები
მოსწავლე ადგენს მჟავების, მარილების და ტუტეების დისოციაციის ტოლობებს.აჯგუფებს ნივთიერებებს ძლიერ, საშუალო და სუსტ ელექტროლიტებად.იკვლევს მინერალურ წყალ „ნაბეღლავში“ კალციუმისა და  მაგნიუმის იონების რა რაოდენობას  იღებს
ადამიანი.
      მოსწავლემ იცის ლაბორატორიაში მუშაობის უსაფრთხოების წესები და გააჩნია ჯგუფში მუშაობის უნარ-ჩვევები.
შეფასება და თვითშეფასება:
(განმავითარებელი) (განმსაზღვრელი) ჯგუფური მუშაობის რუბრიკა.

სასწავლო მასალა და რესურსები
სახელმძღვანელო- ავტორი ანდრონიკაშვილი
პლაკატები - ხსნადობის ტაბულა, პერიოდული  სისტემა, ბარათები , სქემები, რეაქტივები( მარილმჟავა,გოგირდმჟავა,ბარიუმის ქლორიდი, ნატრიუმის ჰიდროქსიდი, სოდა, ვერცხლის ნიტრატი,) ინდიკატორები,ქიმიური ჭურჭელი და ხელსაწყოები,ცარცი,დაფა,თაბახი.
ცდის ჩატარების ინსტრუქცია- პროექტრი, კომპიუტერი, Microsoft office powerPoint,
მისალმება (ორგანიზების ფორმა მთელი კლასი)

 აქტივობა I (5წთ)
  • წინარე ცოდნის აქტივიზება(ორგანიზების ფორმა-მთელი კლასი)
  • აქტივობის მიზანი წინარე ცოდნის გააქტიურება ახალ ცნებამდე ეტაპობრივად მისვლა.
აქტივობის აღწერა- კითხვა პასუხი
აქტივობა 2-( სახელწოდება, ხანგრძლივობა,ორგანიზების ფორმა)
ხანგრძლივობა-20 წთ
ორგანიზების ფორმა - ჯგუფური მუშაობა
აქტივობის მიზანი -მოსწავლემ შეძლოს ექსპერიმენტის საფუძველზე  მარილმჟავასთან და ვერცხლისნიტრათან, ბარიუმისქლორიდსა და გოგირდმჟავასთან, სოდასა და გოგირდმჟავას, ნატრიუმის ჰიდროქსიდსა და მარილმჟავას ხსნარებს შორის მოლეკულური, იონური და შეკვეცილიონური რეაქციათა ტოლობების ჩაწერა.
აქტივობის აღწერა:  მოსწავლეების დაყოფა ჰეტეროგენულ ჯგუფებად.დაურიგდებათ დავალებები ინსტრუქციასთან ერთად. ჯგუფები შეარჩევენ ცდისათვის საჭირო რეაქტივებს, მოწყობილობებს. ჩაატარებენ ცდებს და დააკვირდებიან
1.      გოგირდმჟავას ხსნარს დაამატეს ბარიუმის ჰიდროქსიდის ხსნარი. დააკვირდნენ, როგორ გამოიყოფა მყისიერად თეთრი ნალექი.
2.     სოდას თანდათანობით დაამატეს გოგირდმჟავას ხსნარი . დააკვირდნენ და შეამჩნიეს, ნახეს აირის ბუშტულების გამოყოფა
3.     ჩაატარეს ნეიტრალიზაციის რეაქცია. კალიუმის ჰიდროქსიდის ხსნარს წვეთობით თანდათანობით დაამატეს მარილმჟავას ხსნარი. შეამჩიეს რეაქციის მიმდინარეობისას ხსნარი გაცხელდა.გამოიყენეს ინდიკატორი ლაკმუსი.ჯგუფები ექსპერიმენტზე დაკვირვებით ანალიზის შედეგად აკეთებენ დასკვნებს, მსჯელობენ, ადგენენ იონურ და შეკვეცილიონურ ტოლობებს.შესრულებულ სამუშაოს წარმოადგენენ პრეზენტაციის სახით.გამოვიყენებ ჩხირებს


აქტივობა 3 - ბარათებზე მუშაობა 
ინტერაქცის ფორმა - წყვილებში მუშაობა
ხანგრძლივობა-18 წუთი
აქტივობის მიზანი - მოსწავლემ შეძლოს ხსნადობის ტაბულის გამოყენებით ფოსფორმჟავასთან და გოგირდმჟავასთან სხვა ფუძეების და მარილების ურთიერთქმედების მოლეკულური იონური და შეკვეცილიონური ტოლობების ჩაწერა.
აქტივობის აღწერა - დაასრულეთ რეაქციათა ტოლობები მოლეკულური , იონური და შეკვეცილიონური სახით მოცემული ბარათების მიხედვით.
1)               H3PO4  + Ca(OH)2                               
              )   H3 PO4Pb (OH)2  
                             )   H2SiO3+ Ca(OH)2     
                            )  H2SiO3 + Zn(OH)2    
                            ე)    Na2CO3+ H2SO4        
                            ვ)    FeCl2+ KOH          
2) შეკვეცილი იონური ტოლობების  შესაბამისი  მოლეკულური ტოლობები
           )  MgCO3 +2H+              Mg2+ + CO2 +H2O
            K2SO4 + H20 + CO2
          )   Zn2+ + S2-           ZnS
           Fe3+ + 3OH- + Fe(OH)3
          ე)  BaSO4 + 2K + 2Br-
          ვ)  Pb2+   2OH-                   Pb(OH)2
რეაქციების ტოლობების დასრულების შემდეგ გააკეთებენ პრეზენტაციას. გამოვიყენებთ  ჩხირებს


აქტივობა 3. საშინაო დავალების მიცემა  2წუთი
აქტივობის მიზანისაშინაო დავალების პირობის გაცნობა
აქტივობის აღწერაპარაგრაფის დამუშავება, 101 გვერდზე 1-2 შესრულება - სავარჯიშოს პრეზენტაცია
შეფასება - განმავითარებელი , განმსაზღვრელი

                               ჯგუფური მუშაობის რუბრიკა  

3-4ქულა
5-6ქულა
7-8ქულა
-9-10ქულა
ჩართულობა
არ ერთვება ჯგუფის მუშაობაში
ხანდახან ჩაერთვება ჯგუფის მუშაობაში
ჩართულია მაგრამ არგუმენტები არამყარია
ჩართულია დიდი ყურადღებით
დროის ლიმიტი
არ იცავს ლიმიტს
იცავს მაგრამ მხოლოდ ნაწილობრივ ასრულებს დავალებას
თიღქმის იცავს ლიმიტს და ასრულებს დავალებას
ზუსტად იცავს დროის ლიმიტს
ურთიერთთანამშრომლობა
ჯგუფი ვერ თანამშრომლობს ერთმანეთთან
ჯგუფი ნაწილობრივ ახერხებს ურთიერთობას
უმეტე  შემთხვევაში ახერხებენ ურთიერთობას
ჯგუფი შეკრულია და ყველა თანამშრომლობს მიზნის მისაღწევად
დავალების მიზნის მიღწევადობა
ინსტრუქციებს არ ითვალისწინებენ და მიზანი მიუღწეველია
ინსტრუქცია ნაწილობრივ არის გათვალისწინებული   და მიზანიც ნაწილობრივ მიღწეულია.
ინსტრუქციები ზოგჯერ ზედაპირულად არის შესრულებული
ინსტრუქციები სრულად არის გათვალისწინებული   და მიზანიც მიღწეულია.

                         


რეფლექსია
გაკვეთილის მსვლელობით  კმაყოფილი დავრჩი. ერთი მხრივ , მოსწავლეებმა გაამართლეს ჩემი მოლოდინები.
გაკვეთილს წარვმართავდი გეგმით გათვალისწინებული აქტივობების მიხედვით,მნიშვნელოვანი გადახვევა - მოდიფიცირება არ დამჭირვებია, შესაბამისად, ვფიქრობ, რომ გაკვეთილის შედეგები შეესაბამებოდა წინასწარ განსაზღვრულ საგაკვეთილო მიზნებს. შესაბამისად, მიზნებზე გავედი.
გაკვეთილის მიზანი იყო :
·       ექსპერიმენტის საფუძველზე :
·       მარილმჟავასა და ვერცხლის ნიტრატის
·       ბარიუმის ქლორიდსა და გოგირდმჟავას
·       სოდისა და გოგირდმჟავას
·       ნატრიუმის ჰიდროქსიდისა და მარილმჟავას
ხსნარებს შორის მოლეკულური, იონური და შეკვეცილიონურ რეაქციათა ტოლობების ჩაწერა ხსნადობის ცხრილის გამოყენებით.
·       შეკვეცილიონური ტოლობების შესაბამისი მოლეკულური ტოლობების შედგენა

აქტივობების შერჩევისას დავფიქრდი,როგორ მივაღწიო დასახულ მიზანს. რამდენი აქტივობის ჩატარება დამჭირდება მიზნის მისაღწევად. როგორი იქნება აქტივობების თანმიმდევრობა .სანამ ავირჩევდი სასწავლო აქტივობებს, გავითვალისწინე, მოსწავლეების  ცოდნა და უნარები, მათი შესაძლებლობები. შევეცადე, აქტივობების მიმდევრობა ისე დამეგეგმა, რომ, შემენარჩუნებინა მოსწავლეთა ინტერესები და მოტივაცია.
ყველა აქტივობა წარიმართა გეგმით გათვალისწინებული გეზით. მოსწავლეებმა გამოთქვეს ვარაუდი, სწორად შეარჩიეს ექსპერიმენტისათვის საჭირო მოწყობილობები , რეაქტივები, უსაფრთხოების წესების დაცვით ჩაატარეს ცდები. აკვირდებოდნენ პროცესს, შეადგინეს რეაქციის ტოლობები, გამოიტანეს დასკვნა და განაზოგადეს მიღებული შედეგები.
გაკვეთილის მიზნების მიღწევას , როგორც ავღნიშნე , სწორად დაგეგმილი აქტივობების ეფექტურად წარმართვამ შეუწყო ხელი, რადგან ისინი ნაბიჯ-ნაბიჯ უზრუნველყოფდა მოსწავლეებში დასახული მიზნების შესაბამისი შედეგების დადგომას.
რას შევცვლიდი ამ გაკვეთილში, სხვა დროს რომ ჩამეტარებინა?
მეტ დროს დავუთმობდი გავკეთილის II ნაწილს, და შევეცდებოდი კლასში მოსწავლეთა უფრო მეტი ჩართულობა ყოფილიყო.


Комментарии

Популярные сообщения из этого блога